სოფელ ლისში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 474,000 ლარს შეადგენს.
სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ, შპს „ქცია“-მ განახორციელა.