სოფელ ბიწმენდში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 227355,14 ლარს შეადგენს.
აღნიშნული სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ, შპს „ჩაგელამ“ განახორციელა.