ქალაქ მცხეთაში (სამხედროს და კონსტიტუციის ქუჩის დამაკავშირებელი გზა) შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 176421,54 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ, შპს „გლობალჰაუსმა“ განახორციელა.