სოფელ წინამძღვრიანთკარში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაა 207776,99 ლარი.
სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია, შპს „ჩაგელა“ ახორციელებდა.