სოფელ მუხრანში, პატარა ქანდის ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 661 499 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია, შპს „ჯი ბი ჯი“ ახორციელებდა.