მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პროექტები
მიმდინარე პროექტებიდასრულებული პროექტები


✔ სოფელ ნატახტარის საბავშვო ბაღი


სოფელ ნატახტარში აშენდა ახალი საბავშვო ბაგა- ბაღი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 4 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, სადაც სკოლამდელი განათლების მიღებას 150-მდე ბავშვი შეძლებს. თითოეულ სააღმზრდელო ჯგუფს აქვს სათამაშო ოთახი, საძინებელი და საპირფარეშო, ბაღში მოეწყობა ექთნისთვის და საუთოდ განკუთვნილი ოთახები, სამზარეულოს ბლოკი ჭურჭლის სარეცხით და საკუჭნაოები. არის შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო; კეთილმოეწყო ეზო, ბაღამდე მისასვლელი გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი. საბავშვო ბაღის ასაშენებელი თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო და მშენებლობა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „სამება“-მ სახელშეკრულებლო თანხით- 744 439 ლარად განახორციელა.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018