მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლებზე გადანაწილებული თანხების რაოდენობა

 

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის 836 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც მუნიციპალიტეტის 65 სოფელზე მოსახლეობის რაოდენობით გადანაწილდა. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად.განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად, მოსახლეობასთან კონსულტაციები რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა. ეტაპობრივად დარჩენილ სოფლებშიც გაიმართება შეხვედრები.

გამოყოფილი თანხები.xlsx

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018