მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


თამარ გვერდწითელის კონცერტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, მცხეთაში ქართული ესტრადის მომღერლის, კომპოზიტორისა და პიანისტის, თამარ გვერდწითელის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გოგა თალაშვილი, მერიის შეასაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მუსიკალურ საღამოზე, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში ჩატარდა, მსმენელმა სხვადასხვა დროს შექმნილი ქართული და უცხოური მუსიკალური კომპოზიციები მოისმინა.
1 ივლისი | 2026
პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის განხილვა
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი და კოორდინირებული განხორციელების მიზნით,სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი და ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი დემნა ხელაია მცხეთა-მთიანეთის  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, თეიმურაზ ბექაურს, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებსა და  თვითმმართველობების სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.შეხვედრის მიზანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
8 ივნისი | 2026
ბავშვთა  საერთაშორისო დღე
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - გიორგი მძევაშვილი და გოგა თალაშვილი, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, მცხეთის ,,ჯეო ჰოსპიტალში” განთავსებულ სარეაბილიტაციო ცენტრ ,,სამიმედს" ესტუმრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს და ცენტრი დაათვალიერეს. ღონისძიებას, მერის მოადგილეებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭიჭინაძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
8 ივნისი | 2026
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018