გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მცხეთაში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მცხეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. დავით სონღულაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან - დიმიტრი ზურაბიშვილთან, დელეგატთან - დიმიტრი ხუნდაძესთან, მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან - ალექსანდრე ზაგაშვილთან და მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან - გიორგი ელოშვილთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.
3 სექტემბერი | 2025