ჯიღაურაში შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოები დასრულდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილმა და მცხეთის საკრებულოს წევრმა ჯონდო მუზაშვილმა, ერთად დაათვალიერეს.
5 ნოემბერი | 2024