მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების მოწყობა
  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან ერთად სოფელ ზაქაროსა და არაშენდაში შიდასაუბნო გზების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა, სადაც მშენებელი კომპანიის წარმომადგენელებსა და ადგილობრივებს გაესაუბრა.  სოფელ ზაქაროში მშენებარე გზის მონაკვეთზე, სადაც ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს, დასრულდა სანიაღვრე არხების მოწყობა.  სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 251 760 ლარია, მცხეთის მუნიციციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ლილეო“ ახორციელებს. სოფელ არაშენდაში ასფალტობეტონის მეორე ფენის დაგება დასრულებულია და ეწყობა სანიაღვრე არხები, რომლებიც კერძო ეზოებში შესასვლელებთან ცხაურებით დაიფარება.  სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
23 იანვარი | 2024
მცხეთის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის იანვრიდან, მცხეთის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ერთი თვის განმავლობაში უფასოდ ემსახურება. მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში შემდეგი მიმართულებებით განახორციელებს გადაადგილებას:N1 მარშრუტი, ნარეკვავიდან არმაზის და არმაზიდან ნარეკვავის მიმართულებით.N2 მარშრუტი, მცხეთიდან თბილისისკენ ნარეკვავის დასახლებიდან გავა და თბილისში, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებთან დასრულდება.თბილისიდან ტრანსპორტი იგივე მარშრუტს განახორციელებს მცხეთის მიმართულებითაც. შიდა და საქალქთაშორისო ტრანსპორტი ქალაქ მცხეთაში  არსებულ ყველა გაჩერებაზე გაჩერდება, ხოლო მცხეთა-თბილისის მიმართულებით N2 ავტობუსი გაჩერდება შემდეგ ლოკაციებზე:1.  ,,თბილისი მოლის“ გადასასვლელ ხიდი,2.  აგრარული და თავისუფალი  უნივერსიტეტები,3. შავი ზღვის უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს (გადასასვლელი ხიდი),4. დიდი დიღმის გადასასვლელი (გუდვილი),5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და ცეესკო6. საქალაქო სასამართლო. თბილისიდან მცხეთისკენ მომავალი ავტობუსი  აღმაშენებლის ხეივანზე გაჩერდება:1. დიღმის ტყე პარკი (,,მარი მარკეტის“ მიმდებარედ),2. ღუდუშაურის საავადმყოფოს ჩასასვლელი (ბენზოგასამართ სადგურის მიმდებარედ),3. შავი ზღვის უნივერსიტეტი (ბენზოგასამართ სადგურის მიმდებარედ),4. აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების მოპირდაპირედ,5. ,,თბილისი მოლი“.  საზოგადოებრივი ტრანსპორტი  პერმანენტულად სუფთავდება და წესრიგდება, რადგან  მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა კომფორტულ და სუფთა გარემოში იმგზავრონ.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გთხოვთ, მგზავრობის დროს დაიცავით სისუფთავე, ნუ დაანაგვიანებთ! წარმოდგიდგენთ მცხეთის მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგს:
10 იანვარი | 2024
ახალი წლის დღეები 2024
უკვე მესამედ, ტრადიციულად, წელსაც, მცხეთამ, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრებისათვის 14:00 საათიდან მრავალფეროვანი, ყველა ასაკზე გათვლილი აქტივობა იყო წარმოდგენილი. მათ შორის მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები; გაიმართა კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირთა მსვლელობა; ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები, ხოლო პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემდა. დღის ბოლოს კი შეკრებილი საზოგადოების მუსიკალურ განწყობაზე ადგილობრივმა და მოწვეულმა ჯგუფებმა - The light room-მა და "მგზავრებმა" იზრუნეს. საახალწლო ღონისძიებები, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. მათ შორის ღონისძიებებს მცხეთა-მთიანეთის მხარეში შემავალმა ოთხივე მუნიციპალიტეტმა უკვე უმასპინძლა. 
8 იანვარი | 2024
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018