მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მისაქციელში კალათბურთის ჯგუფს სპორტული ინვენტარი გადაეცა
სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლაში არსებულ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის კალათბურთის ჯგუფს, ახლადშექმნილი მცხეთა-მთიანეთის კალათბურთის ფედერაციის სახელით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა სხვადასხვა საკალათბურთო ინვენტარი გადასცეს. ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი თამაზ გრძელიშვილი და აიპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი ივანე რთველიაშვილი ესწრებოდნენ. კალათბურთის განვითარების პროექტის ფარგლებში რეგიონებისთვის გადაცემული ინვენტარი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საკალათბურთო სექციების მუშაობ, კიდევ უფრო გააფართოებს და ხელს შეუწუონს მათ საქმიანობას.
29 მაისი | 2024
მსვლელობა მცხეთაში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით
ქალაქ მცხეთაში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა გაიმართა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, თვითმმართველობასთან და სასულიერო პირებთან ერთად, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 საათზე შეიკრიბა, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე გაემართა. მსვლელობაში საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მოადგილეებთან, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი მოადგილეებთან, ასევე, მცხეთა-მთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები - მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მსვლელობის დასრულების შემდეგ სამღვდელოებამ სვეტიცხოველში სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს გამოცხადდა.
20 მაისი | 2024
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018