მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მოსახლეობის ინფორმირებისთვის
COVID-19 ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორ შალვა კერესელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან და სოფლებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატახტარში, მისაქციელში, აღდგომლიანთკარსა და ნაოზაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს.
24 მარტი | 2020
მოქალაქეთა საყურადღებოდ ‼️ 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში (მცხეთა-თბილისის რეისისა) იკრძალება სამარშუტო ტაქსების მოძრაობა,ვინაიდან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული. შეზღუდვები დაწესდა მცხეთა - თბილისის რეისზე და მათი მუშაობის განრიგი ასეთია:მცხეთიდან მიკრო ავტობუსი თბილისის მიმართულებით დილით გავა 08:00 საათზე, ხოლო თბილისიდან მცხეთის მიმართულებით დაბრუნდება 09:00 საათზე.ასევე, მცხეთიდან თბილისის მიმართულებით საღამოს გავა 18:00 საათზე და თბილისიდან მცხეთის მიმართულებით დაბრუნდება 19:00 საათზე. შეზღუდვის გაკონტროლება მოხდება სამართალდამცველების მიერ. ასევე, იცვლება კვების ობიექტების მუშაობის სისტემაც. რეკომენდაციის მიხედვით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიტანის ან გატანის სერვისით სარგებლობა.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ: მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს; გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან; დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები; თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილეთ მითითებულ წესებს; დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართეთ ექიმს; www.stopCoV.ge
18 მარტი | 2020
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018