მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სკრინინგის განცხადება
მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის ადმინსტრაციული ერთეულის სოფელ სელექციაში, შპს „კერამიკა ართანას“ კერამიკული ფილებისა და კერამიკული ნაკეთობების საწარმოს ექსპლუატაცია, დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:  კერამიკული ფილებისა და კერამიკული ნაკეთობების საწარმოს ექსპლუატაციადაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „კერამიკა ართანა“დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მცხეთის მუნიციპალიტეტიდაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 17 ივლისის ჩათვლით
16 ივლისი | 2020
შეხვედრა მშენებლებთან და პროექტანტებთან
17 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა და მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ, მუნიციპალიტეტში 20202 წელს მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გამართა მშენებლებთან და პროექტანტებთან. შეხვედრას ესწრებოდა შპს ,,მშენ-ექსპერტის“ ტექნიკური მენეჯერი დათო გიორგობიანი, მერიის ზედამხედველობისა და სივცითი მოწყობისა და ინფრასტრუქრურის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად. განხილულ იქნა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ,,სოფლის პროგრამის“ ფარგებში ფინანსდება. მშენებლებთან და პროექტანტებთან ერთად ისაუბრეს მშენებლობებზე არსებული პრობლემური საკითხების აღმოფხვრაზე და გადაჭრის გზებზე. შეხვედრები ყოველ კვირას იმართება და მიზნად ისახავს დაგეგმილი სამუშაოების დეტალურ განხილვას, მათ დროულ და ხარისხიანად შესრულებას. ასევე, აღინიშნება სარგებელი, რომელსაც პროექტების განხორციელების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა იღებს.
17 ივნისი | 2020
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018