მცხეთის ბაღებში აღსაზრდელებისთვის სურსათის გაცემა დაიწყო
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის ინიციატივითა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, სურსათის კალათების გაცემა დღეს დილიდან, 9 საბავშვო ბაღში დაიწყო. პირველი ეტაპი მოიცავს ქალაქ მცხეთის ექვსივე საბავშვო ბაღს , ასევე სოფლებს: ნიჩბისი, ძეგვი, ლისი.
4 მაისი | 2020