პრეზენტაცია ნარჩენების მართვის საკითხებზე
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის ,,სუფთა გარემო - ჯანსაღი ცხოვრებისთვის“ (ხელმძღვანელი ნუნუ მღებრიშვილი) პრეზენტაცია გაიმართა, ძდექ მცხეთა-მთიანეთის კომიტეტისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით. წარდგენას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მარინა ზურაბიშვილი და ოთარ ჩხეიძე, მცხეთის მერიის და მცხეთის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
13 აგვისტო | 2020