მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საინფორმაციო შეხვედრა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედა გაიმართა, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა მარინა თოფურიძემ, "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" დირექტორმა მეგი საჯაიამ და პაციენტთა სათემო ორგანიზაციის ონკოლაინ ჯორჯიას დამფუძნებელმა სოფო ფირანიშვილმა კამპანიის სამოქმედო გეგმა წარადგინეს და ქვეყანაში არსებული სიტუაცია გააცნეს შეკრებილ საზოგადოებას. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის მერიასთან აქტიური თანამშრომლობით სკრინიგ აქციების დაგეგმვა და პოპულარიზაციის კამპანიაში ჩართვა, რაც სამოვალოდ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სკრინიგის უფასო სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობის გაზრდას შეუწყობს ხელს
20 ოქტომბერი | 2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალდიდში გვიან ღამით მეწყრული პროცესი განვითარდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალდიდში გვიან ღამით მეწყრული პროცესი განვითარდა.ამ დროისათვის ადგილზე იმყოფება და არსებულ ვითარებას ეცნობა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილესთან გიორგი ბაჯაძესთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.მათ ადგილობრივებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. მუნიციპალიტეტის მერმა მსხალდიდში მცხოვრებ ოჯახს, რომელსაც შესაძლოა წარმოქმნილმა მეწყერმა საფრთხე შეუქმნას, დროებით სასტუმროში განთავსების უზრუნველყოფა შესთავაზა. ყველა სათანადო ღონისძიების დაგეგმვისა და გატარების მიზნით კი, ხვალ დილიდან შესაბამისი სამსახურები არსებულ ვითარებას დეტალურად შეისწავლიან.
20 ოქტომბერი | 2022
17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ყველა ვეტერანს ვეტერანთა დღეს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ.,,მინდა ყველა ვეტერანს მოგილოცოთვეტერანის დღე და დღეგრძელობა გისურვოთ. 17 ოქტომბერიგანსაკუთრებული თარიღია, ამ დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთიმათასობით ადამიანის ღვაწლს დაგმირობას, რომლებსაც საქართველოს ცოცხალი მემატიანეები გქვიათ და რომელთა მხრებზეც გადაიარაჩვენიუახლესი ისტორიის ურთულესმა პერიოდმა“- დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი.ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის,  თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული ვეტერანების ღვაწლი.17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. დღეისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში ვეტერანის სტატუსის მატარებელი  70 000-მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.
17 ოქტომბერი | 2022
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018