მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში პლასტმასის ბოთლების ჩამბარებელი პუნქტი ამოქმედდება
კომპანია ,,პოლივიმი“ მცხეთაში პლასტმასის ბოთლების ნარჩენების შეძენას იწყებს. 1 კილოგრამი პლასტმასის ბოთლის ჩაბარება 1 ლარი ეღირება. 3 დეკემბრიდან, ყოველ შაბათ დღეს, დილის 8:00 საათიდან 13:00 საათამდე, მცხეთის ბაზრის მიმდებარედ, ჩამბარებელი პუნქტის მანქანა განთავსდება და მოქალაქეებს შეეძლებათ დაგროვილი პლასტმასის ბოთლების ჩაბარება თანხის სანაცვლოდ. პლასტმასის ნარჩენები აბინძურებენ გარემოს და აზიანებენ ჩვენს ბუნებას. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი, შეაგროვოთ და ჩააბაროთ პლასტმასის ბოთლები შემდეგი გადამუშავებისთვის.
2 დეკემბერი | 2022
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018