მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ანგარიში(2022 თებერვალი-აპრილი)
ცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2022 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით განხილული იქნა მოქალაქეთა 253 განცხადება, რომლის დაკმაყოფილებაზეც მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 230 288 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხით დაფინანსდნენ თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონენი, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები, ცელიაკიით დაავადებულები, ჟანგბადის აპარატით მოასარგებლეები. გაიცა ერთჯერადი ფინანსური დახმარებები და სხვა კატეგორიის დანარჩენ ბენეფიციარს პროგრამის ფარგლებში გაეწია სხვადასხვა დახმარება. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, სოციალურ საკითხთა კომისია, მიმდინარე წლის თებერვლიდან, განახლებული პროგრამით განაგრძობს მუშაობას, რომელიც განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სამედიცინო და სოციალური საჭიროებებს.
11 მაისი | 2022
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018