ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე გეოლოგიური კვლევა აქტიურად მიმდინარეობს
ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით გეოლოგიური კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ უკვე შეირჩა კომპანია, რომლის სპეციალისტებიც, გერმანელ პარტნიორებთან ერთად, უახლოეს დღეებში პროექტირებას დაიწყებენ, პარალელურად კი, განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის შემაჩერებელ-გასამაგრებელ სამუშაოებს.
23 სექტემბერი | 2021