შენობაში მოქალაქეთა მისაღები გაიხსნა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში,საზეიმოდ გაიხსნა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი მოქალაქეთა მისაღები ბიურო. გახსნას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, პროექტის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორი კრიშტოფ ბეიერი, მერიის თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან ერთად დაესწრნენ.
18 ოქტომბერი | 2021