„პომპეუსის ხიდის“ კონსერვაციის მიზნით, ძეგლის მდგომარეობას ექსპერტები შეისწავლიან
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბართან, მცხეთის მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძესთან, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან, ასევე არქიტექტორ-რესტავრატორებთან და ხიდების კონსტრუქტორებთან, ერთად მცხეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ე.წ. „პომპეუსის ხიდი“ მოინახულა, რომლის შესწავლაც სპეციალისტებმა, სამინისტროს ინიციატივით, დღეს დაიწყეს.
31 მაისი | 2021