მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა მშენებლებთან და პროექტანტებთან
17 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა და მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ, მუნიციპალიტეტში 20202 წელს მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გამართა მშენებლებთან და პროექტანტებთან. შეხვედრას ესწრებოდა შპს ,,მშენ-ექსპერტის“ ტექნიკური მენეჯერი დათო გიორგობიანი, მერიის ზედამხედველობისა და სივცითი მოწყობისა და ინფრასტრუქრურის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად. განხილულ იქნა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ,,სოფლის პროგრამის“ ფარგებში ფინანსდება. მშენებლებთან და პროექტანტებთან ერთად ისაუბრეს მშენებლობებზე არსებული პრობლემური საკითხების აღმოფხვრაზე და გადაჭრის გზებზე. შეხვედრები ყოველ კვირას იმართება და მიზნად ისახავს დაგეგმილი სამუშაოების დეტალურ განხილვას, მათ დროულ და ხარისხიანად შესრულებას. ასევე, აღინიშნება სარგებელი, რომელსაც პროექტების განხორციელების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა იღებს.
17 ივნისი | 2020
მცხეთაში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა N4 და N6 საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. N4 საბავშვო ბაღის ეზოში საბავშო კუთხე ეწყობა, სადაც უკვე გაკეთდა ბორდიურები, ბავშვების უსაფრთხოების მიზნით ბეტონის გარკვეულ მონაკვეთზე დაიგება კაუჩუკის საფარი, დამონტაჟდება სათამაშო ატრაქციონები. საბავშვო ბაღისათვის მნიშვნელოვანი ადგილია სააქტო დარბაზი, სადაც სხვადასხვა ტიპის გაკვეთილები და ღონისძიებები ტარდება. ეს სივრცე ბავშვებს და მასწავლებლებს საშუალებას მისცემს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადონ სასწავლო პროცესი, ამიტომ სააქტო დარბაზში იატაკის პარკეტით მოპირკეთება ხდება. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით კომპანია “NTS” ახორციელებს. არმაზში კი, N6 საბავშვო ბაღში, შიდა და გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოეწყობა სააღმზრდელო ოთახები,საძინებლები, სამზარეულო და სველი წერტილები. ეზოში სათამაშო კუთხისა და შემოღობვითი სამუშაოები მიმდინარეობს. საბოლოოდ, შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და სააღმზრდელო პროცესი უფრო მაღალხარისხიანი გახდება. აღნიშნულ სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით კომპანია “მეტალ +” ახორციელებს.
17 ივნისი | 2020
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018