მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საგურამოში
31 იანვარს , მცხეთის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ჩატარდა. შეხვედრას სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში, სამუშაო ჯგუფის წევრები და დეპუტატები ესწრებოდნენ. 2020 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის განსაზღვრული თანხა 836 000 ლარია. ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიორიტეტულ, სასურველ პროექტებს მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა: შანკევანი - გარე განათება, არაშენდა - სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, ახალსოფელი - სასმელი წყლის ნაგებობის რეაბილიტაცია, საგურამო - გარე განათება, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში საერთო კრებები, რამდენიმე დღეა აქტიურ რეჟიმში, გემიურად მიმდინარეობს. მოსახლეობასთან შეხვედრები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 23 იანვარს დაიწყო და 5 თებერვლამდე დასრულდება
3 თებერვალი | 2020
სოფლებზე გადანაწილებული თანხების რაოდენობა
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის 836 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც მუნიციპალიტეტის 65 სოფელზე მოსახლეობის რაოდენობით გადანაწილდა. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად.განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად, მოსახლეობასთან კონსულტაციები რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა. ეტაპობრივად დარჩენილ სოფლებშიც გაიმართება შეხვედრები
31 იანვარი | 2020
შეხვედრები სოფლებში
28 იანვარს, რეგიონებში განსახორციელებელი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნავაზიში, აღდგომლიანთკარში, ახლდაბაში, ფრეზეთში, უფურეთსა და სასხორში ჩატარდა.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, მერის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ და თითოეულ სოფელში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტი განიხილეს....
29 იანვარი | 2020
წილკნის იგპ დასახლებაში დასასვენებელი სკვერი ეწყობა
სოფელ წილკნის იგპ დასახლებაში, არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს.პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით. იგი შემოისაზღვრება რეზინის ბორდიურით და დაიგება რეზინის ფილები; დამონტაჟდება კომფორტული მოსასვენებელი სკამები, სავარჯიშო ტრენაჟორები; გაკეთდება ბილიკები ბეტონის ბორდიურებით, ლედ დიოდური ლამპიონებით; დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა მემორიალის განსათავსებელი ადგილი, ავტო პარკინგი........
28 იანვარი | 2020
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018