მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა მცხეთის მერიაში
18 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა უკრაინელ სტუმრებთან თემაზე: ,,რეფორმები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში, საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობის ხელშეწყობა მედიცინაში: საქართველოს გამოცდილების გაზიარება". შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ადგილობრივი მმართველობის რეფორმების მხარდასაჭერად, მცხეთის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამისა და სამუშაო გამოცდილების გაზიარება მოსახლეობისთვის ხარისხიანი საჯარო სერვისების უხრუნველსაყოფად. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო ჭიჭინაძე, აღნიშნული სამსახურის განყოფილებების ხელმძღვანელები, თანამშრომლები და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სამედიცინო დაწესებულების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებული პირები.
18 დეკემბერი | 2019
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018