თეატრონის ტერიტორიაზე საკალათბურთო მოედნის მოწყობა მიმდინარეობს
მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, საკალათბურთო ღია მოედნის მოწყობა დასასრულს უახლოვდება. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,მეტალი +“ ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული მოედნის გვერდით მოეწყო სატრენაჟორო კუთხე.
30 ივნისი | 2022