გზებზე ტექნიკური მარილი იყრება
მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ა(ა)იპ მცხეთის კეთილმოწყობის სამსახური და საგზაო დეპარტამენტი გზების გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ. აღნიშნული სამუშაოები 2 დღეა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით 12 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.
17 იანვარი | 2022