მცხეთაში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
23 დეკემბერს, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ვითარებაში აინთო მცხეთის მთავარი ნაძვის ხე. დამსწრე საზოგადეობას და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალი წელი მიულოცეს: პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა, მხარის გუბერნატორმა, დავით ნოძაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ელოშვილმა.
24 დეკემბერი | 2021