მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ძეგვში და ნიჩბისში მიმდინარე პროექტები
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, სოფელ ნიჩბისში და ძეგვში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. სოფელ ძეგვში სასმელი წყლის ჭაბურღილის და მაგისტრალების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც სააქციო საზოგადოება „აქემ მაქინა ინსაათ დიშ თიჯარეთ“ ახორციელებს. ამჟამად, სამუშაოები ორი ახალი ჭაბურღილის მშენებლობაზე და ერთის რეაბილიტაციაზე მიმდინარეობს. სამივე ჭაბურლიდან მომავალი სასმელი წყალი, ახლოს მდებარე არსებულ რეზერვუარებში განაწილდება, რის შედეგადაც გაიზრდება წყლის ნაკადი და წნევა.
17 დეკემბერი | 2021
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018