მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


როგორ გამოვიყენოთ კულტურული მემკვიდრეობა – მცხეთის მერია ქალაქის განვითარებისთვის ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას გეგმავს
5-11 ივნისს მცხეთის მერიის წარმომადგენლები ესტონეთში იმყოფებოდნენ, სადაც სამი ქალაქის მაგალითზე გაიზიარეს თვითმმართველობის სფეროში ესტონეთის 30-წლიანი გამოცდილება, ისაუბრეს არსებული გამოწვევებსა და თვითმმართველობის განვითარებაზე. რა შეხვედრები მოეწყო, რა ინოვაცია დაინერგა ესტონეთის თვითმმართველობებში ამ 30 წლის განმავლობაში და რა მაგალითის გადმოტანა შეიძლება მოხდეს მცხეთის მუნიციპალიტეტში, ამ თემაზე droa.ge-სთან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი საუბრობს.
5 ივლისი | 2021
ადგილობივ დონეზე დემოკრატიის გაძლიერება: გამჭვირვალე მმართველობა
ECEAPაღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში საფუძველი ჩაეყარა ერთობლივ პროექტს „ადგილობივ დონეზე დემოკრატიის გაძლიერება: გამჭვირვალე მმართველობა“ პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მუნიციპალიტეტების განვითარების მხარდაჭერას, ადგილობრივ თვითმმართველობებში ცვლილებების ინიცირებას, დემოკრატიის განმტკიცებას, ესტონეთის გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით. შედეგად 2020 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურ ცენტრსა და მცხეთის მუნიციპალიტეტს შორის.
21 ივნისი | 2021
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018