მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა მცხეთის მერიაში
18 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა უკრაინელ სტუმრებთან თემაზე: ,,რეფორმები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში, საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობის ხელშეწყობა მედიცინაში: საქართველოს გამოცდილების გაზიარება". შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ადგილობრივი მმართველობის რეფორმების მხარდასაჭერად, მცხეთის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამისა და სამუშაო გამოცდილების გაზიარება მოსახლეობისთვის ხარისხიანი საჯარო სერვისების უხრუნველსაყოფად. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო ჭიჭინაძე, აღნიშნული სამსახურის განყოფილებების ხელმძღვანელები, თანამშრომლები და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სამედიცინო დაწესებულების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებული პირები.
18 დეკემბერი | 2019
საქართველოსა და იაპონიის ისტორიული ქალაქები დამეგობრდნენ
იაპონიის ისტორიულ ქალაქ ჰიკონესა და საქართველოს ისტორიულ ქალაქ მცხეთას შორის 2019 წლის 2 ნოემბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ორმხრივად მოეწრეა ხელი, ხელმომწერნი გახლდნენ ჰიკონეს მერი ბატონი ტაკაში ოკუბო და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი გიორგი კაპანაძე. ასევე ოფიციალური შეხვედრის დროს განხილული იქნა ყველა საჭირო საკითხი, დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი პროექტები. ორი ქალაქის დამეგობრების ინიციატორი გახლდათ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში ბატონ ტადაჰარუ უეჰარა.
18 ნოემბერი | 2019
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018