სპორტული მოედანი მცხეთაში
მცხეთაში, პირველ საჯარო სკოლასთან არსებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა მოედნის ხელოვნური საფარი. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით
17 იანვარი | 2020