მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი სტუმრად მცხეთაში
ამა წლის 19, 20 ივლისს საქართველოში იაპონიის ქ.ჰიკონეს მერის ვიზიტის ფაგლებში, გაიმართა ორდღიანი შეხვედრა, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა დიდი ხნის წინ დაიგეგმა, რასაც საფუძვლად ედო ორი ქალაქის მცხეთისა და ჰიკონეს დამეგობრების სურვილი. პირველი დღე გაცნობითი ხასიათის გახლდათ, მცხეთს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მოადგილეები: გივი გიუტაშვილი, მარინა ზურაბიშვილი და ოთარ ჩხეიძე ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საელჩოს სტუმრობდნენ. შეხვედრაზე ქართულ-იაპონური ურთიერთობების მნიშვნელობასა და დეტალებზე ისაუბრეს. მეორე დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა, იაპონიის ქალაქ ჰიკონეს მერი ბატონი ტაკაში ოკუბო და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები მცხეთას ესტუმრნენ. თავდაპირველად დღის წესრიგის მიხედვით, ოფიციალური შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა. შეხვედრას სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ მცხეთის მერის მოადგილეები და ასევე მერიის თანამშრომლები. მასპინძლებმა ადგილზე წარადგინეს პრეზენტაცია, რომლის ძირითადი აქცენტები გახლდათ ქ.მცხეთის, როგორც იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ქალაქის განვითარება და პერსპექტივები.
24 ივლისი | 2018
დიმიტრი ხუნდაძემ მუშაობის 6 წლიანი ანგარიში წარადგინა
10 ივლისს მცხეთის კულტურის სახლში დიმიტრი ხუნდაძემ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა. საქართველოს პარლამენტში მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა საკანონმდებლო უწყებაში 6 წლიანი მუშაობა შეაფასა. ხუნდაძემ დამსწრე საზოგადოებას განხორციელებული პროექტები გააცნო და დარბაზში დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ, სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ზაუტაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე.
15 ივლისი | 2018
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018