მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მრავალინდიკატორულ კლასტერული კვლევა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატის), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)  წარმომადგენლობის მხარდაჭერით, 2018 წლის 20 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მუნიციპალიტეტებში ატარებს ,,მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას ( MICS-6)”.კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში ქალებსა და ბავშვების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას. კვლევა ასევე, მოიცავს 2-დან 8 წლამდე ბავშვებში სისხლში ტყვიის  შემცვლელობის განსაზღვრას.
19 სექტემბერი | 2018
„მოყვარულთა თასი 2018“ის რეგიონალური ეტაპი
20 ფოტო · Updated 56 წუთის წინ 15 სექტემბერს, მუხრანის საფეხბურთო მოედანზე, სამოყვარულო ფეხბურთის მე-8 ტურის თამაშები გაიმართა, სადაც მცხეთის გუნდმა, რომლის შემადგენლობაში არიან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(ა)-იპების თანამშრომლები, დუშეთის ,,ბულაჩაურს“ უმასპინძლა და ანგარიშით 6:4 სძლია, ხოლო დუშეთში ,,ლისილაიოსმა“ დაძაბულ ორთაბრძოლაში დუშეთის ,,ჟინვალთან“ 1:0 გაიმარჯვა. აღნიშნულ საფეხბურთო შეხვედრებში მცხეთის გუნდიდან მოწინააღმდეგის კარში ბურთი გაიტანეს ლევან ჩუგოშვილმა -2 ბურთი, ბესიკ ოსიშვილმა -2 ბურთი, გიორგი ბაზუაშვილმა, იაგო კაპანაძემ. ,,ჟინვალის“ კარიში კი გოლი ვეტერანმა ფეხბურთელმა ლევან ჩხაიძემ გაიტანა. რეგიონული ტურნირის
18 სექტემბერი | 2018
მუხრანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ბაღი,რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და შენობა 2 სართულიმუხრანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სგან შედგება. თითოეულ სააღმზრდელო ჯგუფს აქვს სათამაშო ოთახი, საძინებელი, საპირფარეშო, სამრეცხაო, ასევე, კეთილმოეწყო ეზო ატრაქციონებით და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო. ბაღი 6 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, სადაც180-მდე ბავშვი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. დასაქმდა 44 ადამიანი. გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის
17 სექტემბერი | 2018
სოფლებში სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებისთვის
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მცხეთა - მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, მხარის გუბერნატორ შალვა კერესელიძესთან ერთად ამერიკულ საქველმოქმედო ფონდ „ელ დი ეს ჩერიტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და მუნიციპალიტეტში დონორი ორგანიზაციის მიერ წინა წლებში დაფინანსებული და 2019 წლისთვის დაგეგმილი პროექტები განიხილეს. აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება სოფლების მოსახლეობისთვის და მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის. მცხეთის მუნიციპალიტეში 2015 წლიდან ორგანიზაცია „ელ დი ეს ჩერიტი“-მ წყლის სისტემების სარეაბილიტაციო 5 პროექტი დააფინანსა, დაწყებულია კიდევ ორი პროექტის მშენებლობა. შვიდივე პროექტის საერთო ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს. წელს დაგეგმილი პროექტების დასრულების
12 სექტემბერი | 2018
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018