არაგვის ხეობაში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ მცხეთაში, ბებრის ციხის მიმდებარედ, მდინარე არაგვის ხეობაში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინბულია ბებრის ციხის ქვემოთ რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა 204 მეტრის მანძილზე. აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდა კალაპოტის შეცვლა, გაკეთდა საძირკველი, რის შემდგომაც განხორციელდება 4 მეტრამდე რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა.
25 ოქტომბერი | 2023