მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


„გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ წიგნის წარდგენა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“- წიგნის წარდგენა და ნახატების გამოფენა მოეწყო. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის თანამშრომლებთან და საკონკურსო კომისიის წევრებთან ერთად კონკურსის მონაწილეები დააჯილდოვა. პროექტი იმ გმირების ხსოვნისა და სახელის უკვდავყოფას მიეძღვნა, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად. მისი ძირითადი მიზანი ახალგაზრდებში ომის ნეგატიური შედეგების გააზრება, კონფლიქტების დარეგულირებისას ხელოვნების როლის წინ წამოწევა და ახალგაზრდა, დამწყები მხატვრების, ესეს ავტორების, გრაფიკული დიზაინერებისა და წიგნის რედაქტორების გამოვლენა და წახალისებაა. აღნიშნული პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაიწყო. კონკურსი ოთხი მიმართულებით გაიმართა: ნახატების, ესეების, წიგნის ყდის დიზაინისა (შესრულებული გრაფიკულ პროგრამებში) და წიგნის რედაქტორის. გამარჯვებულები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. პროექტის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა კრებული, რომელშიც აფხაზეთის თემაზე შექმნილი საკონკურსო ესეები და ნახატებია შესული. აღსანიშნავია, რომ ყდის დიზაინერიც და რედაქტორიც კონკურსის შედეგად შეირჩა და კრებული მთლიანად მცხეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ჩართულობით გამოიცა. კონკურსის მონაწილეებს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან მადლობის სიგელები და წიგნები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულებს - დიპლომები და ფასიანი საჩუქრები
29 დეკემბერი | 2023
მცხეთის მერმა ევროპის ჩემპიონს გამარჯვება მიულოცა
მუხრანელმა სანდრო შარიფაშვილმა უნგრულ დიორში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასზე მესამე ადგილი მოიპოვა და ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. ახალგაზრდა სპორტსმენს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. „ვულოცავ სანდროს ამ მნიშვნელოვან მიღწევას, ვუსურვებ წარმატებას და დარწმუნებული ვარ ჩვენ მუნიციპალიტეტს და მუხრანს კიდევ ბევრჯერ ასახელებს“ - დიმიტრი ზურაბიშვილი. უნგრული შეჯიბრება ქართველებისთვის 8 მედლით დასრულდა - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 - ბრინჯაო
29 დეკემბერი | 2023
გზის რეაბილიტაცია
მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ არაშენდაში, შიდა საუბნო გზების ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჩიფჩიურთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან ერთად დაათვალიერა. გზის  სავალ ნაწილზე დაგებულია ასფალტის პირველი ფენა, მოეწყო სანიაღვრე არხები და ცხაურები. ამჟამად მიმდინარეობს  ასფალტობეტონის მეორე ფენის დაგება. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გრანდ როუდ გრუპი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 309 997 ლარია.
21 დეკემბერი | 2023
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018