მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშების ფინალი
მცხეთის, სადგურის დასახლებაში, საფეხბურთო მოედანზე მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშების ფინალი გაიმართა.  ფინალურ შეხვედრაში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქ. მცხეთის აგურის ქარხნის დასახლების გუნდი ,,კირპიჩი’’ და სოფელ საგურამოს გუნდი ,,საგურამო’’, სადაც 3:1 ანგარიშით ,,საგურამო’’-ს გუნდმა მოიპოვა გამარჯვება და თასი.  ფინალისტ გუნდებს გადაეცათ დიპლომები და ფულადი ჯილდოები, ნომინაციებში გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ ფასიანი საჩუქრებით :ბომბარდირი - გიგა ლაგაზაშვილი (კირპიჩი)საუკეთესო მეკარე - ლუკა ქავთარაძე (საგურამო)საუკეთესო მოთამაშე - ნიკოლოზ უნდილაშვილი (საგურამო) აღნიშნულ შეჯიბრებას, რომელიც ყოველწლიურად იმართება ორგანიზებას უწევდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც მონაწილეობას იღებდა 21 გუნდი.
25 ივლისი | 2023
იაპონელი სტუმრები მცხეთაში
 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, იაპონელ მომღერალს ტოკიკო კატოს უმასპინძლა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ცნობილი იაპონელი მომღერლის მენეჯერი ტაკაჰაში დაიჩი, ტელეპროგრამის პროდიუსერი საკაი იუტაკა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ჰიროიუკი მორი.ისაუბრეს საქართველო-იაპონიის ურთიერთობაზე, კულტურულ ტრადიციებზე, ხელოვნებაზე. შეხვედრის  დასასრულს სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ, რაც ოქტომბრის თვეში მცხეთობის დღესასწაულზე იაპონელი მომღერალის ტოკიკო კატოს მონაწილეობით დაგეგმილი კონცერტის ორგანიზებას გულისხმობს. სტუმრებმა, ქალაქი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან ერთად  მოინახულეს.
24 ივლისი | 2023
ფეინთბოლის ჩემპიონატი მცხეთაში
16 ივლისს, ქალაქ მცხეთაში ჩატარდა მუნიციპალური ჩემპიონატი ფეინთბოლში, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობითა და საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს. ჩემპიონატში გამარჯვებული გახდა ციხისძირის გუნდი ,,წითელი ლოტუსი“, რომელმაც თასთან ერთად საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა. ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი თამაზ გრძელიშვილი ესწრებოდნენ.
18 ივლისი | 2023
სოფელ ქსოვრისში ,,ლაშარობის“ დღესასწაული სპორტული ღონისძიებით აღინიშნა
12 ივლისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ,,ლაშარობის“ დღესასწაული სპორტული ღონისძიებით აღინიშნა.  ტრადიციულად ჩატარდა შეჯიბრი  ქართულ ჭიდაობაში, სადაც ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქმედი, მოყვარული და ვეტერანი სპორტსმენები სხვადასხვა წონით კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ.  ჭიდაობის ტურნირს ქსოვრისში ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მერის  მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, მოადგილე გიორგი ჯიქია, საკრებულოს დეპუტატები, მერიის სხვადასხვა სამსახურისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.  მთავარი პრიზი ,,ჭედილა“  გამარჯვებული  ვახტანგ ტაბარუკაშვილი   გახდა .  სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულებს ტურნირის ორგანიზატორებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მთავარი პრიზი, მედლები და სიგელები გადასცეს. გამარჯვებულები არიან : ნიკოლოზ კაცელაშვილი, ზურა კაცელაშვილი, რატი ამირხანაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, გიგა ჯარმელაშვილი, გიორგი სახყულაშვილი, ნიკა ჩილინდრიშვილი, საბა ფილაური, გოგა ჩილინდრიშვილი, გუგა ამირხანაშვილი.  ჭიდაობის ტურნირი ქსოვრისში ყოველწლიურად ტარდება. იგი ახალგაზრდებში სპორტისა და ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას ემსახურება.
14 ივლისი | 2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში შიდა საუბნო გზების ასფალტ ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში,  შიდა საუბნო გზების ასფალტ ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.  სოფელ ნატახტარში პროექტით გათვალისწინებული ნახევარ კილომეტრამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ბიემსი” ახორციელებს.   მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების კეთილმოწყობა და მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე ზრუნვა მცხეთის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
14 ივლისი | 2023
წეროვნის დევნილთა დასახლებას იაპონიის ახლადდანიშნული ელჩი იშიძუკა ჰიდეკი სტუმრობდა
წეროვნის დევნილთა დასახლებას იაპონიის ახლადდანიშნული ელჩი იშიძუკა ჰიდეკი სტუმრობდა, რომელმაც იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ახალგორის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა” - გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ახალგორის მუნიციპალიტეტს პროექტის ფარგლებში შეძენილი მძიმე ტექნიკა ოფიციალურად გადაეცა. ექსკავატორის დახმარებით, ფრეზეთის, წეროვნისა და წილკნის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა გაუმჯობესებულ მუნიციპალურ-ინფრასტრუქტურულ სერვისებს მიიღებს. გრანტის მოცულობა 66 674 აშშ დოლარს შეადგენს. ელჩსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრაც, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე და ახალგორის მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს პროექტის მომზადებისა და განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო თანამშრომლობისათვის კვლავ მზადყოფნა გამოთქვეს.
14 ივლისი | 2023
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018