წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს
სოფლებში - წეროვანსა და ჩარდახში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დასრულდა წეროვან- ჩარდახის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც ასფალტის საფარით მოეწყო. სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია ,,ბი ემ სი“ განახორციელა, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 329 670 ლარია.
22 აგვისტო | 2023