სოფელ წილკანში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დარბაზს სრული რეაბილიტაცია უტარდება, მიმდინარეობს ფასადის და ინტერიერის მოპირკეთება. სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ადგილზე სხვადასხვა სპორტული სახეობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ასევე გასახდელები და სველი წერტილები მოეწყობა.
8 ნოემბერი | 2023