მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მიმდინარე პროექტები
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ მცხეთის რკინიგზის სადგურის დასახლებაში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ მცხეთაში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის დასახლებაში არსებული სკვერი მოინახულეს. პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს „ელმამ“ განახორციელა. ასევე, დასრულებულია სადგურის დასახლებაში, რუსთაველის ქუჩაზე და მიმდებარე ორ ჩიხში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და საერთო ღირებულება 83 000 ლარს აღემატება. სამუშაოებს შპს „ლუკრი“ ახორციელებს.„კარგი სიახლე გვაქვს რკინიგზის სადგურის დასახლებაში, მზადდება პროექტი და მალე აშენდება ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც   თანამედროვე სტანდარტებით იქნება აღჭურვილი და  100-მდე აღსაზრდელს მოემსახურება“ - განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა.
28 ივლისი | 2023
მუსიკალური საღამო
30 ივლისს, ქალაქ მცხეთაში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მუსიკალური საღამო გაიმართება.ლოკაცია: თეატრონის ტერიტორიაღონისძიების დაწყების დრო:19:00 საათიკონცერტის წამყვანი: მაია დათუნაშვილი19:00 – 20:00 საათი - ფონური მუსიკა19:00 – 21:30 საათი - ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა19:00 – 20:00 საათი - საბავშვო გასართობი პროგრამა: ანიმატორები, საპნის ბუშტების შოუ, თითების თეატრი19:00 – 21:30 საათი - საბავშვო აქტივობები: სახის მოხატვა, ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი, ბამბის ნაყინი, პოპკორნის კუთხე20:00 – 21:30 საათი - საკონცერტო პროგრამა: დავით მაზანაშვილის ბენდი, სოფო გელოვანი, სალომე ბაკურაძე, სოფო პაპუაშვილი, თემურ თათარაშვილი, აჩიკო ცანკაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე.გვეწვიეთ, ერთად გავატაროთ ზაფხულის #მუსიკალურისაღამოები
27 ივლისი | 2023
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018