წოდორეთში გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წოდორეთში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და მერის მოადგილე, თამაზ ფოლოდაშვილთან, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
28 ივნისი | 2023