მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


9 მაისი
დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ფაშიზმზე გამარჯვების 78 წლისთავთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებს ეთერ ბრაჭულს და მამა რევაზ წულაძეს დღევანდელი დღე პირადად მიულოცა.
11 მაისი | 2023
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018