მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


9 მაისი
დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ფაშიზმზე გამარჯვების 78 წლისთავთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებს ეთერ ბრაჭულს და მამა რევაზ წულაძეს დღევანდელი დღე პირადად მიულოცა.
11 მაისი | 2023
მისაქციელში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა
 9 აპრილს, მისაქციელის ახალ სპორტულ კომპლექსში ჭიდაობის  დარბაზი გაიხსნა, სადაც  60-ზე მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს.  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით აღნიშნულ დარბაზში საქართველოს ღია ტურნირი ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში. დარბაზმა საქართველოს მასშტაბით 9 გუნდს უმასპინძლა. პირველი ადგილი მისაქციელელმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს, ხოლო მეორე და მესამე ადგილები  თბილისისა და მცხეთის გუნდებმა გაინაწილეს.ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან, მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძესთან, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და ღონისძიების ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდა.
10 აპრილი | 2023
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018