მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში სკვერების მშენებლობა მიმდინარეობს
ქალაქ მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში, სამხედროს ქუჩაზე 12 ა და 12-ის მიმდებარედ  არსებული სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა საბავშვო გასართობი მოედნები ატრაქციონებით, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან იგება კაუჩუკის ფილები, მონტაჟდება კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები. ბილიკებზე კი კერამიკული ფილები იგება.სკვერები შემოიღობება ლითონის კონსტრუქციით და სივრცე მწვანე საფარით მოეწყობა. სამხედრო 12-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მას შპს „არქი პლიუსი“ ახორციელებს, პროექტის ღირებულება 113 190 ლარია. სამხედროს 12 ა მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდისა და  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს და მას შპს „ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებს, პროექტის ღირებულება 196 058  ლარია.
19 დეკემბერი | 2022
სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სოფელ მუხრანში 17 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს. ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა, ახალი ჭაბურღილის, რეზერვუარის, წყალსადენის ქსელის, საქლორატოროსა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტი 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შედეგადაც, სოფელ მუხრანის 6300-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
19 დეკემბერი | 2022
წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვების კონცერტი, „მშვიდობის ჰანგები წეროვანიდან"
საქართვლოს პარლამენტის მხარდაჭერით, მცხეთის კულტურის სახლში, წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვების კონცერტი, „მშვიდობის ჰანგები წეროვანიდან" გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს და სტუმრებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ და იუნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა მიმართეს. „ბავშვებმა აჩვენეს, რა შეუძლია ხელოვნებას, ხელოვნების სიყვარულს, გვაჩვენეს, რა შეუძლია იმ თავდადებას, რომლითაც გამოირჩევიან პედაგოგები, ქორეოგრაფები, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლის მასწავლებლები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას სოციალური მეგობრობისა და ჰარმონიის კონცეფციაში. „არაფერია იმაზე დამანგრეველი, ვიდრე ომი, სადაც არაპროგნოზირებადია ადამიანის ბედი. დღეს წეროვანის დასახლებაში მცხოვრები თითოეული დევნილი ბავშვი არის ინდივიდი და თითოეულ მათგანს აქვს შესანიშნავი ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გამძლეობაზე დიდი დანაკარგის წინაშე“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. „ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ხელშეწყობა, რომ კარგი განათლება მიიღონ და ამაში ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა ღასან ხალილმა. იუნისეფის წარმომადგენლობა საქართველოში, ბავშვებს საჩუქრად მუსიკალურ ინსტრუმენტებს გადასცემს. ღონისძიების დასასრულს, ბავშვებს საჩუქრები კომპანია „მაკდონალდს საქართველომ“ გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სასულიერო პირები. ​დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს თითოეულ მონაწილეს, პედაგოგებს, სტუმრებს და მასპინძელი ქალაქის მცხეთის მერს, დიმიტრი ზურაბიშვილს.
19 დეკემბერი | 2022
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018