სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება
16 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. საზოგადოებრივმა დამცველმა, კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ, რომლის მიზანი ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვაა.
17 სექტემბერი | 2019