მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მეგობრული გზავნილები მცხეთაში
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი ლიეტუვაში დაბადებულ ქართველს, ნიკო ამირგულაშვილს შეხვდა, რომელმაც პროექტი "ავაშენოთ ხიდი: ვილნიუსი-თბილისი" დაიწყო და ვილნიუსიდან ფეხით თბილისამდე ჩამოვიდა. ამ პროექტის განხორციელება საქართველოსა და ლიეტუვას შორის მეგობრობის გაღრმავების მიზნით გადაწყვიტა. ნიკომ გაიარა პოლონეთი და უკრაინის ქალაქები, სადაც ქალაქის ხელმძღვანელობას შეხვდა. მან მცხეთაში ლიეტუვის ქალაქ თრაკაიდან და უკრაინის ქალაქ ანანიევიდან მეგობრული მოკითხვის წერილები ჩამოიტანა. ქალაქ თრაკაისა და მცხეთას თითქმის ოცწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ ერთმანეთთან , ხოლო ლვოვთან მდებარე ქალაქ ანანიევის ხელმძღვანელობა მცხეთით ნიკოს ვიზიტის შემდგომ დაინტერესდა და წერილი მცხეთაში მეგობრობის სურვილით მერის სახელზე გამოატანეს. მერიაში შეხვედრაზე, სადაც კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ნიკომ მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. ქალბატონმა მარინა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ინიციატივები, რომლებიც ქალაქებს შორის მეგობრობას ისახავს მიზნად, მისასალმებელია. სტუმარს მადლობა გადაუხადა საინტერესო წამოწყებისა და მეგობრული მესიჯებისთვის. შეხვედრის დასასრულს ქალაქის დათვალიერება შესთავაზა და სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეგახსენებთ, რომ ნიკო ამირგულაშვილმა ლიეტუვადან თბილისამდე პროექტის ფარგლებში 2000 კმ გაიარა. იგი 23 წლისაა და თავს ორი ქვეყნის ელჩად მიიჩნევს: ამბობს, რომ როცა საქართველოშია ლიეტუვის შესახებ უყვება ყველას, ხოლო როცა ლიეტუვაშია საქართველოზე ლაპარაკობს
4 სექტემბერი | 2019
ლისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
ლისის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში, ისევე, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლის მიზანი სოფლების განვითარება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.მიმდინარე სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ და მცხეთა- მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მანანა ნარიმანიძემ ადგილობრივ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთნ ნუკრი ქობულაშვილთან ერთად მოინახულეს
16 აგვისტო | 2019
შეხვედრები ნატახტრის, მისაქციელის და ახალუბნის მოსახლეობასთან
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვფანელ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელში, ნატახტარსა და ახალუბანში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინეს, მათთან ერთად სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრეს და სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ მიზნობრივ პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნატახტარში. პროექტის ფარგლებში არსებული შენობა სრულად განახლდება და კეთილმოეწყობა. რამდენიმე თვის წინ სოფელში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღიც გაიხსნა. ეტაპობრივად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სამივე სოფელში. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოეწყო სკოლის ეზო ნატახტარში და განხორციელდა გარე განათების მონტაჟი ახალუბანში, ასევე, რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის სისტემას მისაქციელში. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, მისაქციელში, ნატახტარში და ახალუბანში არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის გზებზეც იმსჯელეს. პრიორიტეტულ მიმართულებებად საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალმომარაგების გაუმჯობესება დასახელდა.
12 აგვისტო | 2019
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018