გალავანში სკვერის მშენებლობა დასრულდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. სკვერში მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით, კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დამონტაჟდება სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სანათები, ურნები. სკვერის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და ბუჩქით გამწვანდა.
8 ნოემბერი | 2019