მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის გენგეგმაზე მომუშავე გუნდი ხელისუფლებამ მოსახლეობას გააცნო
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ, ქალაქ მცხეთის მოსახლეობას, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს შალვა კერესელიძეს , მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი კაპანაძეს და სხვა დაინტერესებულ პირებს ამხანაგობა „აქოლისი“ და მასში გაერთიანებული 8 დარგობრივი კომპანია წარუდგინეს.
27 მარტი | 2019
პირველადი სამხედრო აღრიცხვა დასრულდა
23 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მიერ დაიწყო 16 წლის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა, რომელმაც მოიცვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლები. დღეის მდგომარეობით 21 საჯარო სკოლაში აღრიცხულია 153 მოსწავლე. გარდა ამისა, მიმდინარეობს იმ ჭაბუკების აღრიცხვაზე აყვანაც, რომლებიც გასულნი არიან სკოლებიდან, მაგრამ რეგისტრირებულნი არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე. დღეს, დასრულდა ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში, პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ერთი ეტაპი . ახალგაზრდებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა სამსახურის უფროსმა ზურაბ საგინაშვილმა. სამხედრო სავალდებულო სამსახურში აყვანას კორდინაციას უწევს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურიე სამინისტრო. აღრიცხვას აწარმოებდნენ წვევამდელთა აღრიცხვის განყოფილების უფროსი დავით კბილაძე, უფროსი სპეციალისტი მარიამ მებუკე და სპეციალისტი თამაზ მუხადგვერდელი.
20 მარტი | 2019
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018