მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა გაეროს წარმომადგენლებთან
 მცხეთის  მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეცილურ მომხსენებელ გერარდ ქვინის და  დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა და სოციალური საკითხები განიხილეს.შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამას, შშმ პირებზე არსებულ სერვისებს და პრობლემებს. აღნიშნული პროგრამით ამ  პირებზე კონკრეტულ საჭიროებებს და მათთვის მომსახურების მიწოდებას. დაინტერესდნენ დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში შშმ პირთა ჩართულობის ხელმისაწვდომობაზე და მათ მოთხოვნებზე დონორ ორგანიზაციებთან.შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე, სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლოდაშვილი, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭიჭინაძე, ამავე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.
15 სექტემბერი | 2023
ანაკლიის ბანაკში მცხეთის მუნიციპალიტეტიდან თვრამეტი ახალგაზრდა გაემგზავრა
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მცხეთის მუნიციპალიტეტიდან თვრამეტი ახალგაზრდა გაემგზავრა. რომელიც, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ეგიდით ეწყობა. ბანაკში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, რომლებიც ჩატარდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით.
11 სექტემბერი | 2023
© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018