მისაქციელში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა
9 აპრილს, მისაქციელის ახალ სპორტულ კომპლექსში ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა, სადაც 60-ზე მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით აღნიშნულ დარბაზში საქართველოს ღია ტურნირი ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში. დარბაზმა საქართველოს მასშტაბით 9 გუნდს უმასპინძლა. პირველი ადგილი მისაქციელელმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს, ხოლო მეორე და მესამე ადგილები თბილისისა და მცხეთის გუნდებმა გაინაწილეს.ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან, მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძესთან, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და ღონისძიების ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდა.
10 აპრილი | 2023